სსიპ " აჭარის მუზეუმის" პროექტი "ცხოვრება ქვის ხანაში" შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამარჯვებულია.

სსიპ " აჭარის მუზეუმის" პროექტი "ცხოვრება ქვის ხანაში" შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამარჯვებულია.

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ყოველწლიურად ცხადდება მეცნიერების ხელშეწყობისა და პოპულარიზაციისთვის საჭირო საგრანტო კონკურსები. პროექტის შეფასების ორეტაპიანი პროცესის დასრულების შემდეგ, გამოცხადდა პროექტების რანჟირებული სია, სადაც გამარჯვებულ პროექტთაგან ერთ-ერთი სწორედ აჭარის მუზეუმის პროექტი დასახელდა.
აღსანიშნავია , რომ პროექტის ხელმძღვანელია აჭარის მუზეუმის- ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის მეცნიერ- მუშაკი გურამ ჩხატარაშვილი.